სისხლიანი გარჩვა სკოლაში - საქმე თავდაყირა დგება?!

15.09.22 12:27
სისხლიანი გარჩვა სკოლაში - საქმე თავდაყირა დგება?!

დადგება თუ არა თავდაყირა სკოლაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმე? - დაცვის მხარის მტკიცებით, განყოფილებაში ოთხივე მოწმე, რომელმაც პროკურატურის სასარგებლო ჩვენება მისცა, ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი იყო. 

უფლებადამცველების თქმით, 74-ე სკოლის მოსწავლეებმა ხელი არასრულწლოვან მე-10 კლასელს დაადეს და თქვეს, რომ 15 წლის მოზარდს 2 ჭრილობა სწორედ ბრალდებულმა მიაყენა, თუმცა, ირკვევა, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ  ჩვენება საკუთარი ნებით არავის მიუცია და გამოძიება მთელი რიგი კანონდარღვევებით ჩატარდა. 

ბრალდების მხრიდან სხდომის დაწყებამდე სკანდალური განცხადება გაკეთდა. პროკურატურამ პირდაპირ დაადო ხელი დაცვის მხარეს ზეწოლაში დაადანაშაულა. 

არასრულწლოვნებს, მათ შორის მედიის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის შედეგადაც, აღარ სურთ იმ ფაქტების დაფიქსირება, რასაც თავის დროზე ამბობდნენ. ამიტომაც დღეს შეცვლილი გარემოება და დაცვის მხარის აქტიური ზემოქმედება მათზე, მათთვის აღმოჩნდა მასტიმულირებელი, რომ ეს განცხადებები გაეკეთებინათ ჟურნალისტებთან“. - აცხადებს პროკურორი.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ არანაირ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოზარდებზე ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ პოლიციაში გამოკითხვის ოქმებში მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად იყო დაფიქსირებული, რისი დაზუსტებაც მოხდა მოწმეების მხრიდან.

არავინ არ შეცვლის ჩვენებას გამოძიების სტადიაზევე და საჯაროდაც. მოწმეებმა განაცხადეს ის, რომ პირველად პოლიციაში გამოკითხვის ოქმებში მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად იყო დაფიქსირებული. გამოძიების პროცესში, მოწმეები ითხოვდნენ, რომ დაეზუსტებინათ მათ მიერ მიცემული ინფორმაცია. შემდგომ უკვე დაცვის მხარემ მოვახდინეთ გამოკითხვა აღნიშნული მოწმეების და დაფიქსირდა ის ინფორმაცია, რაც მოგვაწოდს მოწმეებმა“.- ამბობს ადვოკატი.

სისხლიანი გარჩევის ამბავზე დღევანდელი სასამართლო სხდომა დახურულია.