სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა

15.09.22 17:54
სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა

თბილისის  საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა. მოსამართლეს ჩვენება უკვე მისცა  არქიმანდრიტმა ილარიონმნა, რომელმაც დარბაზი უკვე დატოვა.

სასულიერო პირის ინფორმაციაში, რომელიც მან სასამართლოს მიაწოდა,  კარტოგრაფების დანაშაულის დამამტკიცებელი რამე მტკიცებულება არ იკვეთება.

ერთადერთი, რაც არქიმანდრიტმა თქვა, იყო ის, რომ როცა ჩიჩხიტურის ეკლესიის თაობაზე ივერი გელაშვილს მან შეკითხვა დაუსვა, კარტოგრაფმა მას წარუდგინა რუკები და აუხსნა, რომ აღნიშნული ეკლესიის ტერიტორიის ნაწილი ამჟამად  აზერბაიჯანს ეკუთვნის. თუმცა, არქიმანდრიტმა ილარიონმა არ იცის, რა რუკა წარუდგინა მას მელაშვილმა. 

ერთადერთი რაც მახსოვს და ჩვენებაშიც მაქვს აღნისნული, ბატონმა ივერი გელაშვილმა მითხრა, რომ ჩიჩხიტურის კოშკის ერთი მხარე არის აზერბაიჯანის მხარეს. - განაცხადა არქიმანდრიტმა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. მოსამართლე დღეს კომისიის ყოფილი წევრებსაც მოუსმენს.

ილიჩოვა-მელაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულება ამ დრომდე საქმეში არ დევს, თუმცა პროკურატურამ წინა პროცესზე უკვე გამოაჩინა მოწმე მანანა აღაპიშვილი, რომელმაც ილიჩოვას წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

კარტოგრაფების საქმეზე კიდევ 150-მდე მოწმეა გამოსაკითხი.

პროკურატურა ივერი  მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობაში ადანაშაულებს.

28 იანვარს სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა 20-20 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.