უკანონო მოსმენების შემოწმების ბერკეტი არ არსებობს - ლონდა თოლორაიას სკანდალური განცხადება
მოსმენების სკანდალი ახალ მასშტაბებს იძენს - ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი "ტვ პირველთან" განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უკანონო მოსმენების შემოწმების ბერკეტი არ არსებობს.
ლონდა თოლორაია ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ვალდებული იყო წინასწარ ეცნობებინა სუსი-სთვის რომ შემოწმებაზე აპირებდა შესვლას.
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელში სათანადო საკანონმდებლო და პრაქტიკული ბერკეტები ეკონტროლებინა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ფარული მოსმენების ჩატარება არ იყო. იძულებული ხარ ყველა შემთხვევავში, როდესაც გადაწყვეტ ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას, დაუკავშირდე და უთხრა, მე მოვდივარ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ლონდა თოლორაია იქ აღარ არის, არის ზუსტად ის, რომ აი ეს კრიტიკული მოსაზრებები
არსებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე არ წარგვედგინა. ნუ პარლამენტი იყო ტრიბუნა ხო, სადაც ჩვენ ამის შესახებ უნდა გვესაუბრა. მათი ქმედითი ბერკეტი იქნებოდა გაუფრთხილებლად შესვლის საკანონმდებლო და პრაქტიკული ბერკეტი, როცა მოუნდებოდა სახელმწიფო ინსპექტორს შეეღო კარი ამ დაწესებულებაში და შეემოწმებინა რა ხდებოდა". - თქვა ლონდა თოლორაიამ.