აფგან მუხთარლის საქმე - რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილის დაკითხვა იწყება
რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილის დაკითხვა იწყება.
საქმე ეხება აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გატაცების საქმეს.
სუს-ის ექს შეფი ახლა გამოძიებას მოუყვება, როგორ ჩაიდინა საციხო საქმე ხელისუფლების ერთდროულად რამდენიმე მაღალჩინოსანმა.
გოგაშვილის ახალი ჩვენება შესაძლოა ბიძინა იავანიშვილის გამატაცებლად გამოცხადების საფუძველი გახდეს.
პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ყველა პირი გამოიკითხება, ვისაც შეიძლება ჰქონდეს შემხებლობა ამ საქმესთან.
იოსებ გოგაშვილის ადვოკატის თქმით კი სუს-ის ყოფილი შეფი დეტალურად მიაწვდის გამოძიებას ინფორმაციას, თუმცა რამაზ ჩინჩალაძის თქმით, კონკრეტულად ვის დაასახელებს ყოფილი მაღალჩინოსანი და ვის დაადებს ხელს, ეს ჯერჯერობით მისთვის უცნობია.