რუსების და ლილუაშვილის გზავნილი მოსამართლე ხარ - ხმაური და დაპირისპირება სააპელაციო სასამართლოში
ხმაური და დაპირისპირება სააპელაციო სასამართლოში - ჩხუბის მიზეზი ფოტო გახდა, რომელიც დღეს ლევან ხაბეიშვილმა ,,რუსთავი 2-ის" საქმის მოსამართლეს მიუტანა.
,,ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრმა მოსამართლე ოთარ სიჭინავას ძველი ამბავი შეახსენა, ავადმყოფობის მომიზებით პროცესზე არ გამოცხადებული როგორ ასეირნებდა ძაღლებს ქუჩაში.
თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე უნდა განგეხილათ და ამბობდით, რომ არ შეგეძლოთ, თუმცა ძაღლებს ასეირნებდით.
არაკეთისლსინდისიერი მოსამართლე ხართ. ჩემი წარმოდგენაა ეს. ასევე მგონია, რომ თქვენ ხართ სუსი-ს მიერ დანიშნული, რომელიც ამ საქმეს კეთილსინდისიერად ვერ განიხილავს - მიმართა პროცესზე ხაბეიშვილმა მოსამართლე კუჭავას.
ოპოზიციის ლიდერის მხილებით გაღიზიანებულმა მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილი ჯერ 50, შემდეგ კი 200 ლარით დააჯარიმა.
რუსების და ლილუაშვილის გზავნილი მოსამართლე ხარ - განუცხადა დაჯარიმების საპასუხოდ ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე კუჭავა.
პროცესზე ლევან ხაბეიშვილის უფლებადამცველმა დააყენა საკითხი, რომ საქმის განხილვა შეწყდეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ოთარ სიჭინავა, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა, ,,ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრთა წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მასზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.