ვითხოვ, დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, უფლებამოსილება შეუჩერდეს გომელაურს - აფგან მუხთარლი
ვითხოვ, დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი და უფლებამოსილება შეუჩერდეს გომელაურს - სკანდალურ განცხადებას აფგან მუხთარლი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აკეთებს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ გოგაშვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სოსო გოგაშვილმა. სიმართლე გითხრათ, მე არ ველოდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. არ მაქვს იმედი, რომ ამ ამბავს „ოცნება“ გამოიძიებს. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი.
ვითხოვ, დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი და ვახტანგ გომელაური. ასევე ვითხოვ, უფლებამოსილება შეუჩერდეს გომელაურს.
არ მაქვს იმედი, რომ საქართველოში გამოძიება ობიექტურად წარიმართება, ამიტომაც აღნიშნული საქმე გაიგზავნება სტრასბურგში და სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს". - ამბობს მუხთარლი.
გოგაშვილის ადვოკატის თქმით, სუს-ის ყოფილმა შეფმა დღეს აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გატაცების საქმეზე გამოძიებას ყველა ის მაღალჩინოსანი დაუსახელა, ვინც ამ სქემაში მონაწილეობდა.
დასახელებულ მაღალჩინოსანთა შორის არიან ბიძინა ივანიშვილი და ვახტანგ გომელაური. ასევე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და შემსრულებელი, ვინმე კუპრაშვილი.
ასევე, გოგაშვილმა ჩვენების მიცემის დროს თქვა, რომ იმ მარშრუტზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების წაშლის ბრძანება, სადაც სავარაუდოდ მუხთარლი გადაადგილდებოდა, გომელაურმა ივანიშვილისგან მიიღო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანს გადასცეს. მას სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის მალევე გაათავისუფლეს, როს შემდეგაც საცხოვრებლად გერმანიაში, ოჯახთან ერთად გადავიდა.
მუხთარლი გათავისუფლების დღიდან ამბობს, რომ საქართველოდან მისი გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა.