ორსული ცოლის სასატიკი მკვლელობა - გოგა გზირიშვილს 20 წელი მიესაჯა

16.09.22 17:10
ორსული ცოლის სასატიკი მკვლელობა - გოგა გზირიშვილს 20 წელი მიესაჯა

20 წლით ციხეში - მოსამართლის ვერდიქტი ცნობილია. ორსული ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული გოგა გზირიშვილი ლაშა ჩხიკვაძემ მრავალი წლით საპტიმროში გაუშვა. 

5 თვის ქეთა კეპულაძის მკვლელობისთვს ბრალდებულმა მოსამართლის საბოლოო გადაწვეტილება საბრალდებო სკამიდან მოისმინა, მანამდე თქვა რომ დამნაშავეა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას თქვა, რომ ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის განსაზღვრას გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრა და გზირიშვილი მხოლოდ 20 წლის გაუშვა ციხეში.

დღეს ადვოკატი ცდილობდა, დაერწმუნებინა მოსამართლე, რომ მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულმა დანაშაული უმძიმესი ფსიქოლოგიური ქცევის ქვეშ ჩაიდინა, რომელიც ის ამ ზომამდე ნარკოტიკულმა საშუალებებმა მიიყვანა. 

ხმაურიანი საქმეზე სასამართლო განხილვები 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საზარელი დანაშაული თბილისში გასული წლის 22 დეკემბერს მოხდა.