გაძვირებული ბინები თბილისში - სტუნდეტებს სწავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ
თბილისში ბინას უკვე ვეღარ იქირავებთ. გასაქირავებელი ფართების ფასები ყოველდღიურად სულ უფრო მაღლა და მაღლა იწევს და კრიტიკულ ზღვარზეა.
ამას ადასტურებს „თიბისი კაპიტალის“ მიერ გავრცელებული ბოლო კვლევაც.
სტუნდეტები რეგიონებიდან ვერ ჩამოდიან და სწავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.
მძიმე ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდნენ ის ადამიანებიც, ვისაც ბინები უკვე დიდი ხანია ნაქირავები აქვთ, რადგან მათ მეპატრონე ფასს უზრდის.
გვიწევს არჩევანის გაკეთება სწავლასა და სამსახურს შორის. სამსახურის პოვნას ვცდილობ, როგორც მე ისე ჩემი მეგობრების უმეტესობაც, მაგრამ, როდესაც პირველკურსელი ხარ ერთად სწავლა და მუშაობა არ გამოდის“. - ამბობს სტუდენტი.
ექსპერტების თქმით, ეს პრობლემა რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლითაა გამოწვეული.
სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ დედაქალაში ბინებზე ფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, ხოლო რა იქნება ბერკეტი, რაც მიმდინარე მოვლენებს შეაჩერებს, ჯერ კიდევ უცნობია.