აგარის შაქრის ქარხნის საწარმოში ხანძარი გაჩნდა
ხანძარი აგარის შაქრის ქარხანის საწარმოში - ცეცხლს 10-მდე სამაშველო ჯგუფი სამი საათის განმავლობაში აქრობდა. თავდაპირველად ხანძარი საწყობის სახურავზე გაჩნდა და შემდეგ მთელ საწყობს მოედო, სადაც ნედლეული ინახებოდა.
ხანძრის გაჩენის დროს ქარხანაში მომუშავე პერსონალმა დროულად გამოსვლა მოასწრო.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი გაუმართავი ელექტროსადენებიდან გაჩნდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა.