რა კავშირი აქვს ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანას რუსეთთან - „აი-ფაქტის“ უახლესი კვლევა

17.09.22 11:41
რა კავშირი აქვს ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანას რუსეთთან - „აი-ფაქტის“ უახლესი კვლევა

რა კავშირი აქვს ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანას რუსეთთან.

„აი-ფაქტის“ უახლესი კვლევით დგინდება, რომ კომპანიები, რომლებსაც წელიწადში 40 ათასი ავტომობილი უნდა ეწარმოებინათ, სინამდვილეში რუსეთთან არიან დაკავშირებულები.

ქარხანა ქუთაისში ინდუსტრიულ ჯგუფ „აი-გრუპს“ და ჩინურ კომპანია „ჩანგანს“ ერთობლივად უნდა აეგოთ.

ქარხნის პრეზენტაციაზე კი მაშინდელი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამტკიცებდა, რომ ეს ქართულ-ჩინური პროექტი იყო. 

კვლევით კი დადგინდა, რომ ორივე კომპანიას ღრმა კავშირები კრემლთან აქვს. ახლა ამ კომპანიებს პასუხიც არ აქვთ კითხვაზე, რატომ ვერ ამუშავდა ამ დრომდე ავტო-მწარმოებელი ქარხანა და რა ბედი ეწევა ქონებას, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ერთ ლარად მიიღეს. 

„აი-ფაქტის“ მკვლევარი შორენა ლაღაძე ამბობს, რომ კომპანაისთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მეტიც, ინტერნეტშიც კი არ იძებება ამ კომპანიის წარმოშობით რუს ბიძნესმენზე ინფორმაცია და არც ი არის ცნობილი, არის თუ არა ანდრეი პაუკი სანქცირებული ბიზნესმენების სიაში.

კერძო ინვესტორთან, კომპანაისთან დაკავშირება არის ფაქტობრივად შეუძლებელი, რადგანაც კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ახლა თბილისის მერიაშია დასაქმებული და როგორც გვითხრა, უკვე ორი წელია არ ჰქონია კავშირი ამ კომპანაისთან. მთავარი პერსონა, ანდრეი პაუკი, წარმოშობით რუსი ბიზნესმენი, ასევე მიუწვდომელია. ფაქტობრივად, არც იძებნება ამ ადამიანზე ინფორმაცია ინტერნეტში და არც ის ვიცით, ვინ არის და რას წარმოადგენს საერთოდ. ასევე, არც ის ვიცით არის თუ არა სანქცირებული ბიზნესმენების სიაში. ეკონომიკის სამინისტრო და ქონების ერვონული სააგენტო არ გვაძლევენ პასუხს რა ბედი ეწია ქარხანას და იმ მიწას, რომელიც ერთ ლარად გასცეს რუსულ კომპანიაზე“. - ამბობს შორენა ლაღაძე.