"5-5 აგარაკი აქვთ, ნახევარ მილიონიანი საათები უკეთიათ, ჩვენ რაში ვაინტერესებთ" - მოვაჭრეების პროტესტი

17.09.22 11:56
"5-5 აგარაკი აქვთ, ნახევარ მილიონიანი საათები უკეთიათ, ჩვენ რაში ვაინტერესებთ" - მოვაჭრეების  პროტესტი

თბილისელი გარემოვაჭრეები კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

პროტესტმა სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ აგრარულ ბაზარში იფეთქა.

გარემოვაჭრეებს დედაქალაქის მერია პირდებოდა, რომ თუ დახურულ ბაზარში შევიდოდნენ და იქ ივაჭრებდნენ, დახლის სანაცვლოდ კი თანხას 4 თვის განმავლობაში არ გადაახდევინებდნენ. 

ეს იყო ივლისში, თუმცა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მათ უკვე ჩეკები მისდით და თანხის გადახდას სთხოვენ. ბაზარში მყიდველი ნაკლებია, რის გამოც ათობით მოვაჭრე გამოუვალ მდგომარეობაშია.

„გუშინ ჩეკი გადავიხადე, კიდე კაჭკას უნდა გადაუხადო და მეტი აქ რა დაგჩება, ხალხი არ შემოდის. რა გვეშველება არ ვიცი, თუ ღმერთი გვიშველის, თორე ეს მთავრობა რას გვიშველის. 5-5 დაჩები აქვთ, ნახევარ მილიონიანი საათები უკეთიათ, ჩვენ რაში ვაინტერესებთ. წამალზე და პურის ფულზეა საუბარი, აქედან სხვა რამე რო შევიძინოთ არა, სხვას რას შევიძენთ“.