რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი ფოთში - ტანკერი „კალიოპე“ პორტში 2 დღის წინ შემოვიდა

17.09.22 13:06
რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი ფოთში - ტანკერი „კალიოპე“ პორტში 2 დღის წინ შემოვიდა

რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი ფოთში - ტანკერი „კალიოპე“ ფოთის პორტში 2 დღის წინ შემოვიდა. ინფორმაციას „ანტიკორუფციული მოძრაობა“ ავრცელებს.

ბოლო თვეებია საქართველოს სანტრასპორტო დერეფანი რუსული სანქცირებული ნავთობის თავშესაფრად და შავ ხვრელად იქცა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსული გემი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შემოდის და ტვირთი შემოაქვს.

„ანტიკორუფციულ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ გემზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში იყო ფოთის პორტში, სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობი იყო.

„ეს კონკრეტული გემი არის „როსნეფტის“ და „ანტიკორუფციული მოძრაობა“ ჰპირდება „ოცნებას“, რომ ყველა დეტალში ჩაჰყვება და ყველა დეტალს გამოიკვლევს.

სანამ ბიძინა ივანიშვილი არ დასანქცირდება, მანამდე რუსული დროშ ქვეშ მცურავი გემებიც შემოვლენ, რუსული სკოლებიც გაიხსნება და რუსი ტურისტებიც დაგვაჯდებიან თავზე. ვიქნებით და ვიცხოვრებთ ისე, როგორც რუსეთში ცხოვრებენ“. - ამბობენ „ანტიკორუფციულ მოძრაობაში“.

შემოსავლების სამსახური აღნიშულთან დაკავშირებით ამბობენ, რომ, მოკვლევას აწარმოებენ.

რაც შეეხება ტანკერ „კალიოპეს“, მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა ფოთის პორტი.