"გაზპრომის“ ბრენდირებული ავტობუსი გეორგიევსკის ლენტით და რუსი ტურისტებით ქუთაისში

17.09.22 13:12
"გაზპრომის“ ბრენდირებული ავტობუსი გეორგიევსკის ლენტით და რუსი ტურისტებით ქუთაისში

"გაზპრომის" ბრენდირებული ავტობუსი გეორგიევსკის ლენტით და რუსი ტურისტებით შუაგულ ქუთაისში - რუსული ენერგოგიგანტი კომპანიის კუთვნილი ავტობუსი სამოქალაქო აქტივისტებმა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ქალაქის ცენტრში ტურისტებით სავსე საოკუპაციო ჯარის სიმბოლიკით გამოფრმებული ავტობუსი სასტუმროსკენ მიემართებოდა.

ქართველმა აქტივისტებმა ავტობუსი გააჩერეს და რუსეთის იმპერიის სიმბოლოდ წოდებული ლენტი საქართველოს დროშით შეცვალეს.