სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა ბიზნესმენი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს

21.09.22 13:15
სოფელ ქეშალოში ახალგაზრდა ბიზნესმენი საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ადგილობრივი ბიზნესმენი 35 წლამდე კაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა გამთენიისას  მოხდა. არსებული ინფორმაციით, აიდინ  ჰამზაევს ცეცხლი  მისივე კომერციულ ფართში გაუხსნეს. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, ფინანსურ დავას უკავშირდება. ცნობილია, რომ გარდაცვლილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე ობიექტს ფლობდა. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.  გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის  მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები