გოგაშვილის ოჯახი მურუსიძისა და ჩინჩალაძის გადამლულ ქონებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

22.09.22 13:25
გოგაშვილის ოჯახი მურუსიძისა და ჩინჩალაძის გადამლულ ქონებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

სოსო გოგაშვილის ოჯახი ლევან მურუსიძის და მიხეილ ჩინჩალაძის გადამლულ ქონებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. სუს-ის ექს შეფის შვილი „პირველებთან“ იხსენებს, რომ არაერთხელ უნახავთ მათ სახლში ლევან მურუსიძე.

ნინი გოგაშვილი პირდაპირ მოუწოდებს  საგამოძიებო უწყებებს, სანამ გოგაშვილების ქონებაზე დაიწყებენ საუბარს, მოსამართლეების გადამალულ ქონებებით დაინტერესდნენ

ჩემს ოჯახის წევრებს დაუნახავთ არაერთხელ ბატონი ლევან მურუსიძე როგორ მოდიოდა სახლში მამაჩემთან. დედაჩემი მას პირადადაც იცნობს. ქონებებს, რაზეც საუბარია მამაჩემის წერილში ეს ნამდვილად სიახლე იყო ჩემთვსი და მოუწევს საგამოძიებო სტრუქტურებს სანამ ჩვენს ქონებებზე დაიწყებენ საუბარს დაინტერესდნენ მოსამართლეების გადამალულ ქონებებთან დაკავშირებით. მამაჩემმა არაერთხელ აღნიშნა რომ იმ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით რასაც მოქმედი ხელისუფლება სჩადიოდა. მას აქვს არაერთი მტკიცებულება და აპირებს გაასაჯაროოს, რაც მოქმედი ხელისუფლება აღარ იქნება ქვეყბნის სათავეში.