მურუსიძემ მითხრა, ჩინჩალაძე ერთადერთი კაცია, ვისაც გოგაშვილის გარეთ გამოყვანა შეუძლია - სამხარაძე

22.09.22 16:01
მურუსიძემ მითხრა, ჩინჩალაძე ერთადერთი კაცია, ვისაც გოგაშვილის გარეთ გამოყვანა შეუძლია - სამხარაძე

კლანის მოსართლეების გადამალული ქონების დანაშაულებრივ სქემას სოსო გოგაშვილის შემდეგ, სუს-ის ექს შეფის დაცვის უფროსი ამხელს.

ალექსანდრე სამხარაძე "პირველებთან" დეტალურად ყვება, როგორ შუამავლობდა ის მოსამართლეებს ხორბლის ყანების მომვლელებთან, რომ სასამართლო კლანის შეფების სახელები და გვარები არსად დაფიქსირებულიყო.

სამხარაძე ასევე ყვება, რომ სუს-ის ყოფილი შეფის დაჭერის შემდეგ მურუსიძემ მას უთხრა, რომ სოსო გოგაშვილის ციხიდან გამოყვანა მხოლოდ ჩინჩალაძეს შეეძლო.

2016 წელს უკვე მქონდა მე აქტიური კონტაქტი მურუსიძესთან. რეალიზაცია ხდებოდა მარცვლეულის და შემდეგ ქეში თანხა მიმქონდა მურუსიძესთან. 100-150-200 ათასის ყოფილა. მას შემდეგ რაც დაიჭირეს გოგაშვილი, მე ჩვეულებრივად შევხვდი მურუსიძეს და ჩავაყენე საქმის კურსში მოსავალთან დაკავშირებით. მეგობრები არიან და ბუნებრივია კითხვა გაუჩნდებოდა, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ არის სოსო. ერთადერთი კაცი არის ჩინჩალაძეო, მურუსიძემ მითხრა, ვისაც შეუძლია გოგაშვილი გარეთ გამოიყვანოს, მაგრამ ამაშ უნდა დაგვეხმაროს გოგაშვილიო. ანუ, დახმარებაში იგულისხმებოდა ის, რომ უნდა გაჩუმებულიყო“. - ამბობს სამხარაძე.