"პუტინი მკვლელია" - რუსეთის მოქალაქე

27.09.22 13:13
"პუტინი მკვლელია" - რუსეთის მოქალაქე

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც საქართველოს  საზღვარი ცოტა ხნის წინ გადმოკვეთა, პირდაპირ ამბობს, რომ პუტინი მკვლელია. სამშობლოდან მობილიზაციას გამოქცეულები იმ რთულ ვიტარებას აღწერენ, რომელიც რუსეთის მხარეს არის. 

პუტინზე ვფიქრობ, რომ მკვლელია, რადგან ყველას ციხეში უშვებს, ვინც მას არ ეთანხმება. ახლა ათასობით მანქანა დგას რუსეთის მხარეს და ხალხს არ უშვებენ. რუსეთის საზღვართან დგანან სამხედროები ბეტეერებით და შენიღბული ჯარისკაცები ავტომატებით. 4 შვილთან ერთად დავტოვე ქვეყანა, - ამბობს რუსეთის მოქალაქე. 

 21 სექტემბერს პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კილომეტრიანი რიგები დადგა. რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლა არ სურთ.