"მეორე შვილი გავაჩინოთო, უნდოდა, დაშორების შემდეგაც გამეგრძელებინა მორჩილებაში ყოფნა" - დოროყაშვილი ბასილაშვილზე

27.09.22 14:16
"მეორე შვილი გავაჩინოთო, უნდოდა, დაშორების შემდეგაც გამეგრძელებინა მორჩილებაში ყოფნა" - დოროყაშვილი ბასილაშვილზე

"ყველაზე დაძაბულ სიტუაციაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი მოვიდა და მითხრა, მეორე შვილი გავაჩინოთო, უნდოდა, რომ მასზე მიჯაჭვული ვყოფილიყავი დაშორების შემდეგ და გამეგრძელებინა მორჩილებაში ყოფნა"- ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ამასთან, მოდელი უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, წყვილს შორის პირველი კონფლიქტი მის მოთხოვნას მოჰყვა, რომელიც მეჯვარედ ერთ-ერთი პირის არდაყენებას შეეხებოდა, რადგან ის არაფოტოგენური იყო. 

„მსგავსი რამ არ არსებობს, არაფოტოგენურია, რას ნიშნავს"- თქვა მან. დოროყაშვილმა დღესაც თქვა, რომ ბასილაშვილმა აიძულა ის, მიეტოვებინა კარიერა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე  დოროყასვილს ჯვარედინი დაკითხვის მეთოდით კითხავდნენ, თუმცა  სულ ცოტა ხნის წინ დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე ჯვარედინი დაკითხვა შეწყვიტა და განაცხადა რომ პროკურორი დაკითხვის პროცესში დაზარალებულ მოწმეს ტელეფონის მეშვეობით პასუხებს წერდა, დაცვამ ნელი დოროყაშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის მოთხოვნა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.