რუსული სამობილიზაციო პუნქტები ლარსზე - საზღვარზე სრული პანიკაა

27.09.22 15:05
რუსული  სამობილიზაციო პუნქტები ლარსზე - საზღვარზე სრული პანიკაა

საქართველო რუსეთის საზღვარზე პანიკააა. სამობილიზაცო პუნქტების გახსნის შემდეგ, რიგში სრული ქაოსია. მამაკაცები საზღვრის გადაკვეთას ჩქარობენ. რუსეთმა უკვე ოფიცილურად დაანონსა, რომ ხალხს ჯარში პირდაპირ ლარსიდან  წაიყვანს.

შეირაღებული ჯარისკაცები, მძიმე ტექნიკა და დროებით შტაბის გასახსნელად საჭირო ვაგონი საქართველოს საზღვართან უჯკვე განათასვეს. 18 კილომეტრიან საცობს მანქანები ყოველწუთიერად ემატება.  საქართველოში გადმოსვლას ახლა 5 ათასზე მეტი მანქანაა ცდილობს. დაახლოებით 30 ათასი რუსეთის მოქლაქე ახლაც რიგშია.

რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც საზღვარი უკვე გადმოკვეთეს ამბობენ, რომ ომს და მობილიზაციას არ ემხრობიან. მათი თქმით, 21 საუკუნეში ომის ენით ლაპარაკი, მიუღებელია. 

ამასთან, რუსეთის მოქალაქეები არ მალავენ, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოდიან. 

32 საათი გზაში ვიყავი. 3 დრე და რამე არ მიძინია. ძალიან დიდი რიგებია. მე მობილიზაციის წინააღმდეგი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას. წარმოუდგენლად მიმაჩნია 21 საუკუნეში ომის ენით ლაპარაკობდეს ვინმე. ვაპირებ საქართველოში დავრჩე და რაიმე სამსახური ვიპოვო, - ამბობს რუსეთის მოქალაქე. 

21 სექტემბერს პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კილომეტრიანი რიგები დადგა. რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლა არ სურთ.