"დეზერტირებო, წაეთრიეთ!" - საპროტესტო აქცია იუსტიციასთან

27.09.22 15:15
"დეზერტირებო, წაეთრიეთ!" - საპროტესტო აქცია იუსტიციასთან

"დეზერტირებო, წაეთრიეთ!" - იუსტიციის სახლთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საზოგადოება ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას აპროტესტებს. 

აქცია დაორგანიზებული არ ყოფილა და მოქალაქეები ადგილზე სპონტანურად შეიკრიბნენ.

გაბრაზებულ მოქალაქეებს სამი ძირითადი მოტხოვნა აქვთ: ჩაიკეტოს საზღვარი, აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებზე ბინადრობის მოწმობის გაცემა და ბიზნესის დარეგისტრირება. 

ჩვენ არ შეგვიძლია ამ რაოდენობის რუსეთის მოქალაქის მიღება საქართველოში და საერთოდ, "ქართული ოცნების" ეს ქმედებები ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს. მათ ხომ არ უნდათ ამათი აქ დატოვება სამუდამოდ და შემედგ ელექტორატად გარდაქმნა. მას მერე, რაც კაცმა არ იცის, ერთი წლის მერე, იქნება აპირებენ, რომ მიანიჭონ მოქალაქეობა და საერთოდ, სრული ასიმილაცია მოახდინონ ჩვენი უკვე ამათადმი, - ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამერვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია შავგულიძე. 

21 სექტემბერს პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კილომეტრიანი რიგები დადგა. რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლა არ სურთ.