საბჭოთა კავშირში მგონია თავი, ხშირად რუსულად ვიგინები - ქეთათო ჩარკვიანი

27.09.22 15:25
საბჭოთა კავშირში მგონია თავი, ხშირად რუსულად ვიგინები - ქეთათო ჩარკვიანი

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე აღიზიანებს სამოქალაქო საზოგადოებასაც. მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი პირდაპირ ამბობს, რომ თავი საბჭოთა კავშირში ჰგონია.

მისი თქმით, ხშირად უნდა შევახსენოთ რუსებს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% მათ მიერ არის ოკუპირებული. 

საბჭოთა კავშირში მგონია თავი, ყველგან რუსული ისმის, ყველგან რუსულენოვანი ხალხია და ყველგან მაგათ ვხედავ და საკმაოდ რთულია ჩემთვისაც პირადად, ზოგჯერ ძალიან ვღიზიანდები და სხვათაშორის, ძალიან ხშირად რუსულად ვიგინები. ისე, რა ბერკეტი გვაქვს ჩვენ, ერთადერთი შეგვიძლია, ყოველწამს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, მივუთითოთ, რომ მართლა 20% ოკუპირებულია. ჩვენ მათ ამ ეტაპზე ვიღებთ დროებით, - ამბობს ქეთათო ჩარკვიანი.

21 სექტემბერს პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კილომეტრიანი რიგები დადგა. რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლა არ სურთ.