ირმა ჭკადუა არღვევს ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს, მის წინააღმდეგ სარჩელს ვამზადებ - დოროყაშვილი

28.09.22 11:36
ირმა ჭკადუა არღვევს ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს, მის წინააღმდეგ სარჩელს ვამზადებ - დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ ჩოგბურთელის ადვოკატებს გუშინ ის ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავდათ, უნდოდა, ძალადობის ამბებზე საუბარი, მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. 

დაზარალებული აანონსებს, რომ ბასილაშვილის ერთ-ერთ ადვოკატს ირმა ჭკადუას ცილისწამებისთვის უჩივლებს.

დოროყაშვილი აღნიშნავს, რომ ირმა ჭკადუა ორი წლის განმავლობაში ისევე, როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე მედიასივრცეში და მედიის გარეთ არღვევს მისი და მისი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს. 

"ვამზადებ სარჩელს ქალბატონი ირმა ჭკადუას წინააღმდეგ, აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე. ვგულისხმობ ცილისწამებას, ჩემი და არასრულწლოვნის ინტერესების დაკნინებას. ჩემი, როგორც პიროვნების სახელისა და სტატუსის შებღალვას, პირველი იქნება ირმა ჭკადუა, რომელიც ემსახურება ამას ორი წელია და ეს იყო მისი თვითმიზანი.

დაიხვია ხელზე, რომ ვითომ ჩემი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს მე ვარღვევ, რასაც თვითონ აკეთებენ ბოლო 2 წელია", - განაცხადა დოროყაშვილმა.