ბასილაშვილი დღეს პირველად ყოფილ მეუღლეს შეკითხვებს დაუსვამს - ხმაურიანი პროცესი დაიწყო

28.09.22 12:03
ბასილაშვილი დღეს პირველად ყოფილ მეუღლეს შეკითხვებს დაუსვამს - ხმაურიანი პროცესი დაიწყო

ხმაურიანი სასამართლო დაიწყო - ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის, ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს.

პროცესს დისტანციურად დაესწრება ბრალდებული ჩოგბურთელი. ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს სასამართლოში დღეს შეკითხვებს პირველად დაუსვამს. 

როგორც ბასილაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას თქვა, კითხვების დასმას სავარაუდოდ, თბილისის დროით, 14:00 საათზე შეძლებს, თუმცა, თუ ამას ვერ მოახერხებს, მის ინტერესებს ადვოკატები დაიცავენ. 

დღეს ნელი დოროყაშვილის დაკითხვა უნდა დასრულდეს.