კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი ავტობუსის გაჩერებაზე დაჭრა, სასამართლომ შეურაცხადად ცნო

28.09.22 12:58
კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი ავტობუსის გაჩერებაზე  დაჭრა, სასამართლომ შეურაცხადად ცნო

კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი ავტობუსის გაჩერებაზე  დაჭრა სასამართლომ შეურაცხადად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ლევან მამარდაშვილს 4 წლის ვადით იძულებითი მკურნალობა მიესაჯა. 

დასკვნა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ მოამზადა. მამარდაშვილი სასამართლო დარბაზიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკვვე გადაიყვანეს. 

მოსამაღთლის გადაწყვეტილებას დაზარალებული ქალის ადვოკატის პროტესტი მოყვა. მისი თქმით, დანაშაულის განმეორების რისკი მაღალია. 

ადვოკატის განცხადებით, 4 წლის განმავლობაში შესაძლებელია 6 თვეში ერთხელ გადაისინჯოს მამარდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ ფსიქიატრები ჩათვლიან, რომ მკურნალობის კურსი წარმატებულია, ის შესაძლოა, 4 წელზე ნაკლებ დროში გაათავისუფლონ. 

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის განცხადებით ექსპერტების დასკვნა მყარია და მაშინ, როცა კაცმა ცოლს 10-მდე ჭრილობა მიაყენა, ის შეურაცხადი იყო. 

მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული სასჯელს ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოიხდის. დანაშაული ცხრა წლის ბავშვის თანდასწრებით თბილისში, მაისში მოხდა.

ფაქტი 23 მაისს დილით მაშინ მოხდა, როცა 39 წლის ქალს შვილი სკოლაში მიყავდა.  თავდამსხმელმა ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა.  "პირველებმა" გაარკვია, რომ მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი დამეუღლესთან  მიახლოება ეკრძალებოდა. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.