ამერიკის ეპიზოდი - ბასილაშვილის ადვოკატების მტკიცებით, სპორტსმენი დოროყაშვილს კი არ ურტყამს, ჩოგნებს ალაგებს ჩანთაში

28.09.22 14:03
ამერიკის ეპიზოდი - ბასილაშვილის ადვოკატების მტკიცებით, სპორტსმენი დოროყაშვილს კი არ ურტყამს, ჩოგნებს ალაგებს ჩანთაში

საქალაქო სასამართლოში დოროყაშვილი - ბასილაშვილის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ ერთ სასტუმროში მობილურით გადაღებულ კადრები განიხილეს.  ბასილაშვილის სამივე ადვოკატი ირწმუნება, რომ ჩოგბურთელი დოროყაშვილს კი არ ურტყამს, ჩოგნებს ალაგებს ჩანთაში.

დაზარალებული კი ყვება, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ცნობილმა სპორტსმენმა ის სასტუმროში მარტო, უფულოდ და საკვების გარეშე დატოვა. 

 

 

 

დაპირისპირება მოჰყვა 2019 წლის ეპიზოდსაც, ცნობილი ჩოგბურთელი ამტკიცებს, რომ ნელი დოროყაშვილი, რომელსაც აკრედიტაცია ჩამორთმეული ჰქონდა, კორტებზე შეიპარა. საბოლოოდ კი ის დაცვამ გაიყვანა. 

ვიღაცამ გამოგიყვანა ბორკილებით, რეებს მესაუბრებით?! კატეგორიულად ვუარყოფ რასაც ამბობთ. ჩემს დისკრედიტაციას ახდენთ. ასეთი წერილობითი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. ტყუილებს საუბრობთ. მიზანმიმართული პროვოკატორები ხართ, პასუხს მოგთხოვთ ყველას"- მიმართა დოროყაშვილმა ადვოკატებს.