უკანონო რეორგანიზაცია გორის კულტურის სააგენტოში - ყოფილი თანამშრომლები უწყებას უჩივიან

09.10.22 15:51
უკანონო რეორგანიზაცია გორის კულტურის სააგენტოში - ყოფილი თანამშრომლები უწყებას უჩივიან

გორის კულტურის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები უჩივიან. აიპიდან გაშვებულები განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას სასამართლოს გზით შეეცდებიან.

ათმა ადამიანმა სარჩელი უკვე შეიტანა. მათ უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენრტი იცავს. 

კულტურის სააგნეტოს ყოფილი თანამშრომლების თქმით, რეორგანიზაცია უკანონოდ ჩატარდა.

შემცირებებიაო...ასე თქვე, რომ გადაჭარბებული შტატებიაო და შემცირებები წავიდაო. გადაწარბებული შტატები მე არ გადამიწარბებია 25 წელია მანდ ვარ. თვითონ აჭარბებდნენ. ამატებდნენ, ამატებდნენ კადრებს და არარ იყო საშუალება ეტყობა, რომ ხელფასები გაეცათ და ვინც ცოტა დაბალი ღობე იყო, გაუშვეს ისინი, რავიცი... , - ამბობს გორის კულტურის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ნინო გიგაური.