სისხლიანი გარჩევა დიდ დიღომში - დაკავებულია ერთი პირი

04.03.21 13:17
სისხლიანი გარჩევა დიდ დიღომში - დაკავებულია ერთი პირი

დიდ დიღომში სისხლიანი გარჩევის შედეგად  ერთი პირი დაიღუპა. გარდაცვლილია 19 წლის შოთა ქულუსაშივილი, დაჭრილი კი თორნიკე გადელიაა.  ამ დროისთვის დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც ცნობილია, დაკავებულია 37 წლის მამაკაცი. "ტვ პირველის" ინფორმაციით,მამაკაცმა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ზურგის არეში მიაყენა. ქულუსაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

"პირველების" ინფორმაციით, კონფლიქტი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო დაიწყო. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.