დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - ხელჩართული ჩხუბი სალხინოს ტაძრის ეზოში მოხდა

25.04.21 11:01
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - ხელჩართული ჩხუბი სალხინოს ტაძრის ეზოში მოხდა

სამეგრელოში, სალხინოს ეკლესიის ეზოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მეუფე სტეფანეს მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ გაშველებას პოლიცია ცდილობდა.

ფიზიკური დაპირისპირების ფონზე სალხინოს ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას მეუფე სტეფანე ატარებს. ტაძრის ეზოში გამოჩნდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, კლიმენტი კეკუტია. ეკლესიასთან შეკრებილების ნაწილი ამბობს, რომ მეუფის მხარდასაჭერას ხალხი კეკუტიამ მოიყვანა. კეკუტიას გამოჩენას გამოჩენამ იქ შეკრებილები გააღიზიანა და მოსთხოვეს მას დაეტოვებინა ტერიტორია.