აფეთქება სასტუმრო "ლუქსში" - "პირველების" ინფორმაციით, მოქალაქემ თავის მოკვლა სცადა

28.10.22 11:00
აფეთქება სასტუმრო "ლუქსში" - "პირველების" ინფორმაციით, მოქალაქემ თავის მოკვლა სცადა

აღმაშენებლის ხეივანზე სასტუმრო "ლუქსში", სავარაუდოდ, აფეთქებაა მოხდა. ჩამსხვრეულია პირველი სართულის  მინები. დაკვამლიანება თანამშრომებლმა რამდენიმე საათის წინ შენიშნეს.  დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფეთქდა ხელყუმბარა.

თავდაპირველი ვერსიით,  აფეთქება გაზის გაჟონვას მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული გამორიცხეს.

"პირველების" ინფრომაციით, მოქალაქემ სუციდის  მიზნით სასტუმრო "ლუქსში" ნომერი დაიქირავა და საკუტარი თავის აფეთქება სცადა. ამ დროისათვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის  ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. 

ამ დროისათვის  სასტუმროო დალუქულია. საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე უკვე დასრულებულია.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 229 მუხლით არის დაწყებული. 

 

მსგავსი სიახლეები