შემზარავი შემთხვევა რუსთავში - 4 წლის ბავშვი ავტობუსის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

28.10.22 13:03
შემზარავი შემთხვევა რუსთავში - 4 წლის ბავშვი ავტობუსის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

შემზარავი შემთხვევა რუსთავში. ავტობუსის შეჯახებისას 4 წლის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა მშენებელთა ქუჩაზე გუშინ მოხდა. 

დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მოზარდი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა.

მხილველების ინფორმაციით, გაჩერებულ ავტობუსთან მყოფი მოზარდი მძღოლმა ვერ დაინახა და ტრანსპორტი დაძრა. 

"ავტობუსი უკვე დაძრული იყო, როდესაც ბავშვმა გადაირბინა მაღაზიაში მიდიოდა. მშობლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ"- ამბობს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროშ ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, მძღოლს ხელბორკილები უკვე დაადეს. 

მსგავსი სიახლეები