იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გვარამიას შეიწყალებს - სახალხო დამცველის კანდიდატი
არსებობენ თუ არა საქართველოში უკანონო ან პოლიტიკური მოტივაციით დაკავებული ან დევნილი ადამიანები? - ეს კითხვა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის კანდიდატს ქეთევან ჩაჩავას დაუსვეს.
ჩაჩავამ, კითხვის საპასუხოდ, ნიკა გვარამიას მიმართ სააპალაციო სასამართლოს გუშინდელი გააწყვეტილება მოიყვანა მაგალითად და ფაქტს სამწუხარო უწოდა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს საკუთარ უფლებას და შეიწყალებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელს.
ჩაჩავას თქმით, ნიკა გვარამია პირველი ადამიანია, რომელიც ამ მსჯავრით იხდის სასჯელს და ეს , მისი თქმით, კითხვებს აჩენს.
„ვფიქრობ, რომ შერჩევითი სამართლის ელემენტები ნამდვილად არის და არ შემიძლია არ აღვნიშნო გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა და მართლაც ყველა გამოეხმაურა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფლება, რომელიც აქვს საქართველოს პრეზიდენტს - შეწყალების უფლება იქნება გამოყენებული ნიკა გვარამიასთან მიმართებაში.
მოსამართლეს უნდა გაეთვალისწინებინა კანონი, სასამართლოს მეგობრის რეკომენდაციები, საქმის რეალობა და ის მსჯავრი, რომელიც წაყენებულია რამდენად შესაბამისობაშია. ასევე ისიც, მსგავსი „ქეისი“ რომ არ არსებობს ქვეყანაში და პირველი ადამიანია, რომელიც ამ მსჯავრით იხდის სასჯელს, ეს კითხვებს ნუთუ არ ბადებს? ჰაერიდან მოტანილი კითხვები ხომ არ არსებობს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით?! დღეს, ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი განსაკუთრებით ასეთ დროს, როდესაც საქართველოს აქვს ისტორიული შანსი და შესაძლებლობა, გულწრფელად მჯერა, რომ ყველა ჩართულმა მხარემ უნდა გავიაზროთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციით გამყარებული მიზნის, ევროინტეგრაციის მიმართულებით ისტორიული შანსის გამოყენებაზე, მაშინ ყველას ვალდებულებაა ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. გასაგებია, რომ საქმე გასაჩივრდება, ამოიწურება საქართველოში და ალბათ, სტრასბურგშიც წავა, მაგრამ აქ ისევ ვსაუბრობთ იამზე, რა შეიძლება გაკეთდეს დღეს და არ აღმოვჩნდეთ ისე - „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდეს“, - განაცხადა ჩაჩავამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის კანდიდატს ქეთევან ჩაჩავას უსმენენ.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.