"რაზბორკა" "კანონიერი ქურდების" დავალებით - "ტვ პირველმა" დაკავებულების ვინაობა დაადგინა
"ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებს. კრიმინალებთან კავშირში დადანაშაულებული გიორგი პაპიძე ამბობს, მას იმის გამო სჯიან, რომ წარსულში ნასამართლებია.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან "ქურდულ" ტრადიციებს. რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს. საერთოდ უარყოფს, მან პროცესზეც განაცხადა, რომ წარსულში ნასამართლევია და ამის გამო სჯიან.
გარდა ამისა, მოცემულ საქმეში, სადაც ადვოკატი ვარ, ე.წ. კანონიერი ქურდი ლავას ოღლი არ ფიგურირებს"- ამბობს ადვოკატიო ზაზა მიქატაძე.
კიდევ ერთი დაკავებულის, სულხან ყურაშვილის, ადვოკატი, ლია ჭაჭუკაშვილი, ,,ტვ პირველთან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანამონაწილეობა არ იკვეთება.
სულხანი ბრალს არ აღიარებს. იმ ჩანაწერში, რაც შსს-მ გამოაქვეყნა, მისი მხრიდან არაფერი ისეთი არ ისმის. ასევე, ზოგადადაც, მისი მონაწილეობა არ იკვეთება რეალურად, რაშიც ბრალი ედება.
ეს გამოძიება წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. რეალურად, რაიმე შედეგი რომ ვერ დადეს, ადგნენ და ახლა წარუდგინეს ბრალი - აცხადებს ადვოკატი.
დაკავებულთა შორის არიან რობერტ ხვისტანი და ბონდო სამხარაია.
რაც შეეხება "კანონიერ ქურდ", "ბონჩოს", ეს უკანასკნელი მიმალვაშია. ადვოკატ ნიკა გუჯაბიძის თქმით, ჯუმბერ ბაირამიდი საქართველოში არ აიმყოფება და ამ დრომდე არც კონტაქტზე არ გამოდის. ბრალი დაუსწრებლად წარედგინა კიდევ 1974 წელს დაბადებულ ა.თ.-ს.-აც.
თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში კრიმინალურ ავტორიტებთან კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს. პოლიცია ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ,,კანონიერმა ქურდებმა" მოაწყეს ე.წ. რაზბორკა და საქართველოში ერთ ერთ ბიზნესმენისთვის 55 ათასი ლარის გამოძალვის ბრძანება გასცეს.
ბიზნესმენს შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ, თუ სესხად გაცემულ ფულზე უარს არ იტყოდა. პოლიციის მტკიცებით, დაკავებულები ე.წ. კანონიერი ქურდის, ,,ბონჩოს", მითითებით აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მოქალაქეებითვის გამოძალული ფულიდან წილი ე.წ. ქურდულ საერთოში მიჰქონდათ. "კანონიერი ქურდების" ხმაურიან საქმეში ფიგურირებენ მინდია ლავასოღლი და ასლან ქობულაძე, მეტსახელად ,,ბაბუ".
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.