ყველაფერში ყველას უნდა ვეთანხმებოდე? - მეუფე იაკობს უჭირს დაჯერება, რომ ევროსასამართლომ მამა გიორგის სარჩელი დააკმაყოფილა
მეუფე იაკობს უჭირს დაჯერება, რომ ევროსასამართლომ მამა გიორგის სარჩელის დააკმაყოფილა. რამდენიმე წუთის წინ, „პირველებმა“ გავლენიანი მღვდლემთავრის და ციანიდის საუკუნის საქმის მთავრი ფიგურანტის პირველი კომენტარი ჩაწერა.
მეუფე იაკობი ამბობს, რომ გიორგი მამალაძე არა ორ მუხლში, არამედ ერთ მუხლში გაამართლა სტრასბურგმა.
თუმცა ბოდბელმა ეპისკოპოსმა ისიც აღნიშნა, რომ თუ გიორგი მამალაძეს გაათავისუფლებენ ეს კარგი იქნება.
„პირველების“ კითხვაზე ეთანხმებით თუ არა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას?
მეუფე იაკობი ამბობს, რომ არ არის ვალდებული ყველას ყველაფერში ეთანხმებოდეს
„უნდა ყველაფერში ყველას ვეთანხმებოდე? მე მასე მიცნობთ?“
„პირველები“: სტრასბურგს არ ეთანხმებით?
მეუფე: რაში?
„პირველები“: რა გადაწყვეტილებაც მიიღო გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით.
მეუფე: მე გითხარით, რომ მაგას არ მიიღებდა სამართლიანი სასამართლო? არასწორ ინტერპრეტაციას იძლევით.
„პირველები“: უდანაშაულობის პრეზუმცია იყო დარღვეულიო, ამას ამბობს ევროსასამართლო და ამასტან ერთად სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლა გიორგი მამალაძემო.
მეუფე: არ წერია ეგრე, გაეცანით გადაწყვეტილებას?
„პირველები“: 2 მუხლში გამართლდა გიორგი მამალაძე.
მეუფე: ორში არა, მე ერთი ვიცი. დახურული რომ ჩატარდა იმის თემაზე.
„პირველები“: ყოფილი პრემიერის განცხადებები მიიჩნია გავლენის მომხდენად ევროსასამართლომ.
მეუფე: რაც მე ვიცი და რასაც გავეცანი, გითხარით. თუ ცხოვრების ამ ნაწილში თქვენი ახსნა მჭირდება რაღაცის გაცნობაში? რატომ გგონიათ მასე?
„პირველები“: არაფერ გიხსნით, მე ის გკითხეთ უბრალოდ ენდობით თუ რა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას?
მეუფე: მე იმაში ვენდობი, რომ სამართლიანი სასამართლო ჩაუტარდა, მაგრამ იმასაც გეტყვით, არავის ციხეში ყოფნა არ მინდა და რომ გამოუშვან კარგი იქნება.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).
დეკანოზი თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ.
სასამართლომ დეკანოზს მკვლელობის მომზადების მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვაში დამნაშავედ სცნო და სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.