გვარამია პატიმარია და არა პოლიტპატიმარი, ვისურვებდი ყველა გამოუშვან - მეუფე იაკობი
მეუფე იაკობის განცხადებით, ნიკა გვარამია პატიმარია და არა პოლიტპატიმარი.
თუმცა, ბოდბელმა მიტროპოლიტმა ისიც აღნიშნა, რომ უნდა, ყველა პატიმარი გათავისუფლდეს.
ნიკა გვარამია არავითარ შემთხვევაში არ არის პოლიტპატიმარი. რატომ არის პოლიტპატიმარი? პატიმარი არის, მაგრამ პოლიტპატიმარი არა.
მე ვისურვებდი, თუ არის შესაძლებელი, აბსოლუტურად ყველა გამოუშვან. ქალბატონი პრეზიდენტი თუ გამოუშვებს, მის გადაწყვეტილებაში აქვს მას დისკრეცია მიცემული, ვეღარ ჩაერევი. ვისი რა საქმეა“. - ამბობს მეუფე.
ბოდბელმა მიტროპოლიტმა კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა და თქვა, რომ ევროპელი დეპუტატები კომუნისტებისგან არ განსხვავდებია, რადგანაც მათ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მისცეს.
12 რეკომენდაციაზე გეტყვით, რომ ძალიან არაობიექტურად მოიქცნენ ევროპელი დეპუტატები. კომუნისტებისგან ვერ განასხვავებ, ისე იქცევიან ჩვებნს მიმართ. რუსები როგოც გვექცეოდნენ, ისე გვექცევიან ისინიც". - თქვა მეუფე იაკობმა.