მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური - ძველ თბილისში სავარაუდოდ, შენობა ჩამოინგრა
ძველ თბილისში ხარფუხის ქუჩა ამ წუთებში პოლიციას აქვს გადაკეტილი. ადგილზეა მობილიზებული სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. ადგილობრივებმა ნგრევის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსულებმა კი დაინახეს, რომ ორ სართულიანი შენობა სრულად ჩამონგრეული იყო.
ხარფუხის ქუჩაზე შეწყვეტილია გაზის მიწოდებაც, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ნგრევას აფეთქება მოჰყვეს.
წყარო ,,პირველებს" უყვება, რომ ადგილი გვაქვს ისევ სამშენებლო უსაფრხოების დარღვევასთან, ძველ თბილისში სასტუმროს მშენებლობისთვის ჭრიდნენ საძირკველს, მიწის ამოღების შემდეგ კი გვერდით მდებარე სახლი ჩამოინგრა.
ხმაურზე გამოვედი და ვნახე, რომ ჩემი სახლის ნახევარი მხარე წასულია, ჩამონგრეულია. გაზს აბრალებენ, მაგრამ გაზის მილს დაეცა შენობის ნაწილი და ძირს ჩააგდო.
სასტუმროს მშენებლობა ჩემი სახლის გვერდით 4 თვეა, რაც მიმდინარეობს. ანგრევენ, თხრიან ყველაფერს. არ ვიცი, მერიაში რამდენი განცხადება არის შესული ჩვენგან, რომ მოგვხედონ, გააკეთონ გამაგრება. კაციშვილს არ აინტერესებს ჩვენი ამბავი - ამბობს ხარფუხის ქუჩის მაცხოვრებელი.