"ერთგვარი შოუ და სპექტაკლი" - ნაზი ჯანეზაშვილი ომბუდსმენის შესარჩევ გასაუბრებაზე არ მივა

04.11.22 11:14
"ერთგვარი შოუ და სპექტაკლი"  - ნაზი ჯანეზაშვილი ომბუდსმენის შესარჩევ გასაუბრებაზე არ მივა

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ პროცესი მიკერძოებულია და "ქართულმა ოცნებამ" ის ერთგვარ შოუს დაამსგავსა. 

მე არ ვაპირებ, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად, არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. მოგახსენებთ მიზეზებს: თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესშ მონაწილეობაგანპირობებული იყო იმით, რომ საქართელოსთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეძილებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია კომპრომისის შედეგად პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი. თუმცა, სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა, მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი, რეალურად, ისახავენ მიზნად, რომ შეღაცონა სეთი კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიცური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და რომელიც არის მნიშვნელოვანი იმისთის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ღირსეული სახალხო დამცველი. ეს არის ერთგვარი შოუ და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ამასთან, კანდიდატი ამბობს, რომ აღნიშნული პარლამენტის რეგლამნტით არის გაწერილი. 

გარდა ამისა, მინდა განვმარტო, რომ  კანონით, რეგლამენტით და პროცედურებით, რომელიც დააწესა საქართველოს პარლამენტმა, არ არი სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა, ამიტომ მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას. არ ვაპირებ, მივიდე გასაუბრებაზე, სადაც ერთგვარო შოუ და სპექტაკლები იდგმება, - თქვა ჯანეზაშვილმა. 

გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარს ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტითაც ხსნის. მისი თქმით, ომბუდსმენის შერჩევის პროცეში დეპუტატ იაგო ხვიჩიას მონაწილეობა მისთვის მიუღებელია და მას თვითაცილების საკიტხი უნდა დაეყენებინა. 

სამწუხაროდ, ამ პროცესში არის ინტერესთა კონფლიქტი და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პარლამენტის მოქმედი წევრი იაგო ხვიჩია არის ერთ-ერთი კანდიდატი, მას არ დაუყენებია თითაცილებსი საკითხი, ის ღებულობს გასაუბრებაშ მონაწილეობას და მისი გუნდი ასევე სვამს კითხვებს და რა თქმა უნდა, ისინი იქნებიან გადაწყვეტილების მიიმღები პირები, როესაც საკიტხი მიდგება კანდიდატის არჩევასთან დაკავშრებით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, ვინაიდან მას უნდა დაეყენებინა თვითაცილების საკითხი, - აღნიშნა ჯანეზაშვილმა. 

დადგება თუ არა სახლახო დამცველის არჩევნების პროცესი თავდაყირა  ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტმა დღეს  კანდიდატების ბოლო სამეულს, ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი  ცობეხიას და  იაგო ხვიჩიას უნდა მოუსმინოს. 

ამის მიუხედავად, ადგილზე ამ დრომდე არ მისულა ნაზი ჯანეზაშვილი, თუმცა პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე ანონსში მისი გვარი ამ დრომდე წერია.