დეკანონ მამალაძის საქმე - მეუფე ანტონი სტრასბურგის გადაწყვეტილებას ვარაუდებს უწოდებს
ეჭქვეშ დააყენა და ვარაუდები უწოდა ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა სტრასბურგის გადაწყვეტილებას დეკანონ მამალაძის საქმეზე.
მეუფე „ტვ პირველის“ ზარმა გააღიზიანა და თქვა, რომ სინოდზე როდესაც დადგება საკითხი აზრს გამოვთქვამ მე იქ და არა ტელევიზიაში.
„მე ვის დავპატიჟებ ჩემს აზრებში, მაგი მე ვიცი. „ტვ პირველს“ დავპატიჟებ თუ ხალხს, ჩემი აზრები ჩემთან არიან. გადაწყვეტილება არ ვიცი ვარაუდების დონეზე არ ვიცი ახლა მე. სინოდზე როდესაც დადგება საკითხი აზრს გამოვთქვამ მე იქ და არა ტელევიზიაში“. - თქვა მეუფემ.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).
დეკანოზი თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ.
სასამართლომ დეკანოზს მკვლელობის მომზადების მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვაში დამნაშავედ სცნო და სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.