რამ გამოიწვია ხარფუხის ქუჩაზე სახლის ნგრევა - დედაქალაქის მერია დუმილის რეჟიმშია

04.11.22 12:05
რამ გამოიწვია ხარფუხის ქუჩაზე სახლის ნგრევა - დედაქალაქის მერია  დუმილის რეჟიმშია

რამ გამოიწვია ხარფუხის ქუჩაზე სახლის ნგრევა - დედაქალაქის მერია  დუმილის რეჟიმშია.  კახი კალაძის უწყება არ ამბობს, დაირღვა თუ არა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები, რასაც ავარიული სახლის ნგრევა მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით "პირველებმა" ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ დედაქალაქის მერიამ შპს "დი ენდ ზი" -ს მშენებლობის ნებართვა ავარიული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მისცა. კომპანიას ადგილზე ხუთსართულიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო, სამუშაოებიც დაწყებული ჰქონდა, თუმცა ავარიულმა სახლმა დატვირთვას ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. 

ჩამონგრეული სახლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მერიას დახმარების თხოვნით რამენჯერმე მიმართეს, სთხოვეს სამშენებლო პროცესის შეჩერებაც, თუმცა უშედეგოდ. 

ბიჭებმა დაიწყეს ყვირილი, გამოდით ჩქარა, სახლი დაინგრა. მე ჯერ სახლში იყავი, არ მესმოდა... ისე ვინერვიულე, ცუდად გავხდი. 20 წელია თუ არა მეტი, ვთხოვდით, რომ ავარიულია და გაამაგრეთ ჩვენი სახლი და არაფერი, - ამბობს ადგილობრივი. 

ოპოზიცია დედაქალაქის მერს ნებართვების ფორმალურად გაცემაში ადანაშაულებს. 

კალაძეს, იქნებ გავაგებინოთ ამ ადამიანს, რომ ეს არის ძველი უბანი, სადაც არის ნახევარ საუკუნოვანი და საუკუნოვანი სახლები და  ამ სახლების გვერდზე ჩატარებული სამუშოაები არის ყოველთვის რისკის შემცველი. ამიტომ, სანამ ნებართვა გაიცემა, ნება იბოძოს კომისიამ როგორც არქიტექტურის, ისე მერიის თანამშრომლებმა და  ადგილზე შეამოწმონ სიტუაცია. სამწუხაროდ, უკვე წლებია, გაიცემა ისეთი ნებართები, რომ კომისია ადგილზე არ არის მოსული, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ბესიკ დონაძე. 

გასულ ღამეს ქვეყანა კიდევ ერთ ტრაგედიას გადაურჩა.   ძველი თბილისის ქუჩაზე  ავარიული სახლი ჩამოინგრა. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. 

იყო თუ არა მიმდებარე ტერიტორია შემოწმებული, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.