თბილისში პოლონეთის სეიმის ვიცე-მარშალი ჩამოდის - მალგოჟეტა გოშევსკა "ვივა-მედთან" საგანგებო განცხადებას გააკეთებს
პოლონეთის სეიმის ვიცე მარშალი თბილისში საგანგებო მისიით ჩამოდის. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მალგოჟეტა გოშევსკა ხვალ კლინიკა "ვივა-მედთან" საგანგებო განცხადებას გააკეთებს. თემა მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა და მისი უცხოეთში გადაყვანის აუცილებლობაა.
ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რას შეეხება ვიცე მარშალის განაცხადება.
შეგახსენებთ, რომ გოშიევსკა პოლონეთის პარლამენტის ის მაღლაჩინოსანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან შესახევდრად ერთხელ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეუშვა.
ცოტა ხნის წინ კლინიკა "ვივა-მედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი თანაპარტიელი ხატია დეკანოიძე მივიდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მესამ პრეზიდენტის გადარჩენის საკითხი პოლონელების და თვითონ ვიცე-სპიკერისთვის მნიშვნელოვანია.
პოლონეთი ძალიან აქტიურად არის ჩართული და იცით, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა არაერთხელ და ყოფილა კომუნიკაცია მის ტრანსფერთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად, იცით, რომ ყოველთვის არის გართულებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მონახულება ევროდეპუტატების მიერ სააკაშვილის და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამიტომ პოლონელები და თვითონ ვიცე-სპიკერი ნამდვილად არის დაინტერესებული იმაში, ისევე, როგორც ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გადარჩეს. სალომე ზურაბიშვილთან ყოველთვის არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი ერთ-ერთ საკითხად. არა მხოლოდ განხილვის დონეზე, არამედ ნებისმიერ კონტექსტში, იმიტომ, რომ ახალი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ითხოვს და ითხოვდა ძალიან დიდი ხანია, რომ შეწყალების მიმართლებით ეს ბერკეტი დემოკრატიის გადასარჩენად უნდა გამოიყენოს პრეზიდენტმა. მოვინახულებ, ჩემთვის ადამიანურად ყოველთვის მნიშვნელოვანია მისი მონახულება, - ამბობს დეკანოიძე - თქვა დეკანოიძემ.