"თითიდან გამოწოვილი მიზეზია, თავის არიდება პასუხისმგებლობისგან" - ცაგარეიშვილი ჯანეზაშვილზე
ნაზი ჯანეზაშვილის უარი, მონაწილეობა მიიღოს ომბუდსმენის შერჩევის პროცესში, "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარი აღმოჩნდა. მმართველი პარტიის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ჯანეზაშვილმა თითიდან გამოწვილი მიზეზები დაასახელა და რეალურად, პრივილეგიების მინიჭება არავისთვის ხდება.
თქვა უარი გასაუბრებაზე მოსვლაზე გაუგებარი, ჩემთვის, მიზეზებით. რა შუაშია აქ იაგო ხვიჩიას კანდიდატურა? მე ვფიქრობ, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, თავის არიდება პასუხისმგებლობისგან. არავითარი შერჩევა, ვიღაცისთვის პრეფერენციების მინიჭება, ხელის გადასმა თავზე, წინ წამოწევა ან რაღაცა ფარული გარიგებები არც ამ დარბაზში, არც ამ დარბაზის მიღმა არ ხდება, - თქვა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი ომბუდსმენობის სამ კანდიდატს უნდა გასაუბრებოდა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ჯანეზაშვილის შემდეგ პროცეში მონაწილეობაზე უარი გიორგი ცობეხიამაც განაცადა და საკუტარი კანდიდატურა მოხსნა.