21 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეში ექსპერტები თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებენ

04.03.21 16:09
21 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეში ექსპერტები თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებენ

ვიდრე ექსპერტიზა არ დაადგენს სროლის ტრაექტორიას და მანძილს, შეუძლებია იმის თქმა, ჯარისკაცი მოკლეს, თუ თავი მოიკლა - ასეთია დამოუკიდებელი ექსპერტების პოზიცია ვაზიანში ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე. 21 წლის სამხედროს ტყვია შუბლში აქვს ნასროლი, თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს,  რომ მკვლელეობის იარაღი ავტომატია. ბალისტიკოსების თქმით, ახლა დასადგენია, რამდენად შეეძლო, ავტომატიდან ასეთი სახით გასროლა განეხოროციელებინა 21 წლის ჯარისკაცს.  

თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ნაადრევია და არასწორია საუბარი, რომ სამხედრომ თავი მოიკლა, თუ მოკლეს. საჭიროა ბალისტიკური ექსპერტიზა, თუ არ ჩატარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, დანამდვილებით იმის თქმა შეუძლებელია, თავი მოიკლა თუ არა, - მიიჩნევს ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი. 

ექსპერტი მომხდარში თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს და  აღნიშნავს, რომ თუ ჯარისკაცი სუიციდისკენ იყო მიდრეკილი, სამინისტროს ეს უნდა სცოდნოდა და პრევენციული ზომები მიეღო

თუ თავი მოიკლა და მისი ჯანმრთელობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა  არ იყო სათანადო, ამის შესახებ მის უფროსებს უნდა სცოდნოდათ.  პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროს ეკისრება. ამ საქმეში სრულად უნდა ყოფილიყო ჩართული ფსიქოლოგიური სამსახური. საეჭვოა, ამ მანძილიდან შუბლში რანაირად მოახერხა ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა, თუ ეს იყო სუიციდი, რატომ არ მოხდა ამის პრევენცია დროულად, სამინისტროს ხომ გააჩნია სამედიცინო, ფსიქოლოგიური სამსახური,  - აცხადებს ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი.

ბალისტიკოსი ზაზა  ალთუნაშვილი მიიჩნევს, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითმკვლელობა საკმაოდ რთულია, რადგან იარაღი საკმაოდ გრძელია. 

21 წლის ჯონი ძინძიბაძე ვაზიანის მეოთხე ერთ-ერთ ოთახში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. ფაქტს თვითმხილველი არა ჰყავს. გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი პირადი ურთიერთობებია.