სოფელ საკორინთლოსთან ოკუპანტები გამოჩნდნენ
კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკორინთლოსთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე ოკუპანტები გამოჩნდნენ.
ისინი ბენზოხერხებით ხეებს და ბუჩქნარს ჭრიან და ტერიტორიას ასუფთავებენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავას ამბობს, რომ ოკუპანტები ტერიტორიას ახალი საგუშაგოს მოწყობისთვის ამზადებენ.
სუს-ი ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესახებ, არ ადასტურებს.