სააკაშვილი სხვა კლინიკაში გადაიყვანეს - ინფორმაციას "ვივა მედიც" ადასტურებს
მიხეილ სააკაშვილი კვლევებზე გადაიყვანეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ვივა მეიდიდან“ სხვა კლინიკაში „ემერაი“ კვლევების ჩასატარებლად წაიყვანეს. ინფორმაციას „ვივა მედიც“ ადასტურებს.
კლინიკის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „პირველებთან“ ამბობს, რომ სააკაშვილი დილით თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ტექნიკური მიზეზების გამო ჩვენს კლინიკაში ამ კვლევის ჩატარება ვერ ხერხდებოდა და დღეს დილით, ერთი საათით, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. მას ჩაუტარდა „ემერაი“ კვლევა და დააბრუნეს უკან“. - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.