80 კილოა, ჩამომხმარია... დედის საფლავს გეფიცებით, სიმართლეს გეუბნებით - გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე

11.11.22 17:09
80 კილოა, ჩამომხმარია... დედის საფლავს გეფიცებით, სიმართლეს გეუბნებით - გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძეს დაუდასტურა, რომ მართალც ჰყავდათ გადაყვანილი კვლევებზე სხვა კლინიკაში.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ, „ვივა მედიდან“ გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძემ მესამე პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილი 80 კილოა დარჩენილი, აქვს კუნთების ატროფია და ბავში რომ ძალიან ავად არის, ისეა მიგდებული.

ყოფილი პოლიტიკოსმა პალატიდან გამოსვლის შემდეგ ასევე მოუწოდა „ოცნების“ დეპუტატებს, რომ კლინიკაში შევიდნენ და ნახონ თუ როგორ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტმა მითხრა, რომ რაღაც გამოკვლევაზე იყო, მაგრამ ზუსტად რაზე იყო და სად არ ვიცი. უარესად არის პრეზიდეტი, ვიდრე ჩემს წინა შესვლაზე. კვირანახევრის თუ 2 კვირის წინ შევედი. ბავშვი რომ ძალიან ავად არის ისე არის მიგდებული. 80 კილოა, ჩამომხმარია, არც კუნთები აქვს და არც არაფერი. დედის საფლავს გეფიცებით, სიმართლეს გეუბნებით. ყველაფერი ტკივა. კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მოეყვანათ, მასაჟისტი ევრ ეკარება იმიტომ, რომ ყველაფერი ტკივა. ვერ გავიგე, ეს „ოცნების“ ლიდერშიფი რომ დაგვცინის და იძახდი, რომ აგერ სააკაშვილიანები პანიკას ტეხავენო, პარლამენტის წევრები თუ არ ხართ, ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი. რად უნდა ამას ნობელის პრემიის ლაურიატების ჩამოყვანა?“ - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.