მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - შსს პოლიციელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეს იძიებს

11.11.22 20:07
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - შსს  პოლიციელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეს იძიებს

მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა სამსახურეობრივი იარაღით? შს სამინისტრო კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეს იძიებს. გუკა ილურიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ ნახეს. მისი სახლიდან ამოღებულია ტაბელური იარაღი, რომელსაც პოლიციელი სამსახურეობრივ საქმიანობაში იყენებდა, თუმცა ტრაგედიის დღეს სამართალდამცველი ისვენებდა. ამიტომ   ჩნდება კითხვა, რატომ წაიღო ილურიძემ სახლში იარაღი.
ამ ბურუსით მოცულ ამბავს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ოჯახის წევრების დუმილი. მომხდარის შესახებ არავინ არაფერს ყვება, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ტრაგედიამდე სახლში სუფრა იყო გაშლილი და  ისინი  უცხო ქვეყნიდან პოლიციელის ქვისლის დაბრუნებას აღნიშნავდნენ. რა მოხდა ამის შემდეგ?

ვრცლად იხილეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჟეტი.