გორში, სავარაუდოდ, პოლიციელი სცემეს - არსებული ინფორმაციით, ჩხუბი რესტორანში დაიწყო
გორში, სავარაუდოდ, პოლიცელი სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი მოქალაქესა და სამართალდამცველს შორის რესტორანში დაიწყო.
ფიზიკური დაპირისპირების დროს ისროლეს იარაღიდანაც.
არსებული ინფორმაციით, ხელჩართული ჩხუბი გვიან დაიწყო.
კონფლიქტის მიზეზი კი უცნობია, თუმცა ადამიანები, ვინც ინციდენტს შეესწრნენ ამბობენ, რომ კაცი ძირს ეგდო და წიხლებს ურტყამდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.