გაუშვებს თუ არა ციხეში მოსამართლე ირანული ენის თარჯიმანს - სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ

12.11.22 11:27
გაუშვებს თუ არა ციხეში მოსამართლე ირანული ენის თარჯიმანს - სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ

გაუშვებს თუ არა ციხეში მოსამართლე ირანული ენის თარჯიმანს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხსენ რაფინ მიანდაშთის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ. 

ბრალდებულმა პროცესზე დღეს დუმილი პირველად დაარღვია და თქვა, რომ დაკავების დროს სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს და დნმ-ის აღებას ძალით გამოყენებით შეეცადენენ. 

ძირს დამაგდეს, ხელბორკილები დამადეს, პირში ხელი ძალით ჩამიდეს, არ ვიცი, შეიძლება დნმ-ის ნიმუშის ასაღებად". - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.

დღეს დაკავებულის უფლებადამცველი სხდომაზე დააყენებს შუამდგომლობას, რომ დაკავებული აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლდეს, ხოლო თუ მოსამართლე კაცს პატიმრობაში დატოვებს, შუამდგომლობა იქნება გირაოსიც.

კაცი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში თარჯიმნად მუშაობდა, გორის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარი სახლიდან სუს-მა 2 დღის წინ აიყვანა.

გამოძიება ირანული ენის თარჯიმანს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ფერეიდნიდან, წლების წინ ჩამოსახლებულ მამაკაცს  პისტოლეტი ჩაუდეს.