ირანული ენის თარჯიმანი პატიმრობაში დატოვეს
ირანული ენის თარჯიმანი პატიმრობაში დატოვეს.
ვიდრე ეს მოხდებოდა, სხდომათა დარბაზში ფერეიდნიდან წლების წინ ჩამოსახლებულმა მამაკაცმა დუმილი დაარღვია და სუს-ის გამომძიებლები ძალადობაში ამხილა.
უფლებადამცველები დავის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.
კაცი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში თარჯიმნად მუშაობდა, გორის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარი სახლიდან სუს-მა 2 დღის წინ აიყვანა.
გამოძიება ირანული ენის თარჯიმანს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ფერეიდნიდან, წლების წინ ჩამოსახლებულ მამაკაცს პისტოლეტი ჩაუდეს.