74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობა ქარელში - დაკავებულია 26 წლის მამაკაცი
ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის საქმეზე 26 წლის კაცი დააკავეს.
გამოძიებით გაირკვა, რომ ბრალდებულმა ასაკოვანი ქალბატონის სახლში მალულად შეაღწია და მისი გაუპატიურება სცადა.
საქმეზე გამოძიება 19 137-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს.
შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა.