სააკაშვილის გადაყვანა ჩემი კომპეტენცია არ არის - ზურაბ ჩხაიძე

12.11.22 14:00
სააკაშვილის გადაყვანა ჩემი კომპეტენცია არ არის - ზურაბ ჩხაიძე

სააკაშვილის გუშინდელი კვლევის პასუხები ორშაბათს გახდება ცნობილი. 

„ვივა მედს“ კველევის შედეგებს გადაუგზავნიან და ახალი დიაგნოსტიკის პასუხებს კონსილიუმი გაასაჯაროებს. 
ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ სააკაშილი სუსტადაა და წონაში იკლებს.

რაც შეეხება მაღალ ტემპერატურას, კლინიკის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ამის მიზეზი შეიძლება სტრესი იყოს.

„ვივა მედი“ ამბობს, რომ პაციენტის მართვა ადგილზე სრულად შესაძლებელია.

ვივა მედს“ გააჩნია სრულად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უბრალოდ გუშინ ჩვენს აპარატთან დაკავშირებით შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი, ამიტომ გადავიყვანეთ სხვა კლინიკაში. ტემპერატურული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს სტრესმაც. კონტროლდება ეს ყველაფერი. ვატარებთ სხვადასხვა ლაბორატორიულ კვლევებს.
მის გადაყვანას რაც შეეხება, ეს სრულიად არ არის ჩემი კომპეტენცია. ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკა იღებს პასუხისმგებობას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაკეთებთ ყველაფერს გარკვეულ ეტაპზე, რაც ჩვენგან არის გასაკეთებელი და შემდგომ პროგნოზს მე ვერ გავაკეთებ“. - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.